„რკინის მაიკი: „სიკვდილის არ მეშინია, პირიქით
Aa
Aa

„რკინის მაიკი: „სიკვდილის არ მეშინია, პირიქით"...

ლეგენდარული მაიკ ტაისონი კრივის გულშემატკივართა ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ამჯერად საქმე განცხადებას ეხება, რომელიც მან The Sportsman.com-თან გააკეთა.

„სიკვდილის არ მეშინია. პირიქით - სიკვდილს მოუთმენლად ველი. პირადად მე, ვთვლი, რომ ცხოვრება შესაძლოა უფრო რთული იყოს, ვიდრე სიკვდილი, რადგან ცხოვრებას გამბედაობა სჭირდება.

გამბედაობის გარეშე, ცხოვრებას ვერ გაუმკლავდები. ცხოვრება მოგზაურობა და ამავდროულად ომია. არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ, მაგრამ ცხოვრება მაინც უჭირთ.

ჩვენ საკუთარ თავს ზედმეტად სერიოზულად აღვიქვამთ. ჩვენ გვგონია, რომ რაღაცას წარმოვადგენთ და განსაკუთრებულები ვართ, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არაა. ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ!

ცხოვრების რაღაც ეტაპზე ვხვდებით, რომ განსაკუთრებულები არ ვართ. ვხვდებით, რომ არის შანსი, ციხეში ნებისმიერი ჩვენგანი მოხვდეს. ვხვდებით, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოვკვდეთ და ვხვდებით, რომ შეიძლება ვიღაც ცუდად ჩვენც მოგვექცეს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები