ლა ლიგის მესვეურთა გეგმები - მატჩები ყოველ მეორე დღეს გაიმართება
Aa
Aa

ლა ლიგის მესვეურთა გეგმები - მატჩები ყოველ მეორე დღეს გაიმართება

ესპანური რადიო, Cope იტყობინება, რომ ლა ლიგის ხელმძღვანელები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სეზონი 30 ივნისამდე ჩაამთავრონ და აპირებენ მატჩები ყოველ მეორე დღეს ჩაატარონ.

ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი გუშინ ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე ოცივე კლუბს შეხვდა და მათ შეატყობინა, სეზონი აუცილებლად 30 ივნისამდე უნდა დასრულდეს.

Cope-ის ცნობით, ტებასი პესიმისტურადაა განწყობილი და თვლის, რომ ჩემპიონატის მაისის შუა რიცხვებამდე განახლება შეუძლებელია, რის გამოც მატჩებს შორის ძალიან პატარა პაუზა იქნება.

ესპანური რადიოს მიხედვით, სავარაუდოდ შეხვედრები ყოველ მეორე დღეს გაიმართება, თუმცა Cope დასძენს, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არაა და შესაძლოა უახლოეს მომავალში ყველაფერი შეიცვალოს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში კორონავირუსი პანდემია მძვინვარებს და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აქედან გამომდინარე, სეზონის უახლოეს პერიოდში განახლება პრაქტიკულად გამორიცხულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები