Aa
Aa

პოჩეტინო: "10 წელი მოვიცდი, ოღონდ ნიუელსში მესისთან ერთად მივიდე"

მაურისიო პოჩეტინო ჟურნალისტებს ლიონელ მესის შესახებ გაესაუბრა. არგენტინელმა სპეციალისტმა ნახევრად ხუმრობით იმედი გამოთქვა, რომ ერთ დღესაც იგი „ნიუელსში“ მესისთან ერთად დაბრუნდება.

„მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი მესისა და მთლიანად ნაკრებისთვის უდიდესი სამიზნე იქნება. იმედი მაქვს, ლეო მუნდიალის მწვერვალს ამ ასაკშიც მიაღწევს. იგი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც მეტი დაიმსახურა. ვფიქრობ, არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატს კარგ მდგომარეობაში შეხვდება და თასისთვისაც იბრძოლებს.

ასევე შემიძლია იმედი გამოვთქვა, რომ ერთ დღესაც ჩემს მშობლიურ „ნიუელსში“ დავბრუნდები. ვარჩევდი, რომ 10 წელი მოვიცადო, თუკი იქ მესისთან ერთად მივალ“.

პოჩეტინომაც და მესიმაც ფეხბურთის თამაში „ნიუელსის“ სკოლაში დაიწყეს. მათ შორის განსხვავება ისაა, რომ „ლა პულგას“ ძირითად გუნდში არასდროს უთამაშია, პოჩეტინო კი როსარიოელთა მაისურს 1989-94 წლებში ატარებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები