Aa
Aa

"ტურნირმა 2021 წლისთვის გადაიწია და...", - კუმანის ბარსელონაში დანიშვნა გამოირიცხა

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა რონალდ კუმანმა, რომელიც ამჟმად ეროვნულ ნაკრებს წვრთნის განაცხადა, რომ მისი „ბარსელონაში“ დანიშვნა ამ ეტაპზე გამორიცხულია.

როგორც ცნობილი იყო, კუმანის კონტრაქტს ვადა ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ გადიოდა და მას „ბარსასგან“ შეთავაზების განხილვა შეეძლო, თუმცა ჩემპიონატი 2021 წლისთვის გადაიტანეს.

„ჩემს კონტრაქტში მითითებული პუნქტის თანახმად, „ბარსელონაში“ წასვლა ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ შემეძლო, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ ტურნირმა 2021 წლისთვის გადაიწია და ავტომატურად შეიცვალა ჩემი ხელშეკრულებაც.

ნაკრების დატოვებაზე არცერთი წამით არ მიფიქრია.

დიახ, ეს გადადება იღბლიანია, რადგან დეპაი 2021 წლისთვის ჩვენთან ერთად იქნება, მაგრამ სამწუხაროა რომ ევროპის ჩემპონატი ამ ზაფხულს არ ჩატარდება.

ჩვენ საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გავიარეთ, კარგად ვთამაშობდით და ამავე შემართებითვე გვსურდა გაგვეგრძელებინა“. - ციტირებს კუმანის სიტყვებს ესპანური Marca.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ზაფხულში ახალი მწვრთნელის დანიშვნას გეგმავს, რომელმაც ახალი გუნდის აწყობა უნდა დაიწყოს, საამისოდ კლუბი მეგატრანსფერების გაჩარხვას იწყებს. კიკე სეტიენის მუშაობით გუნდში კმაყოფილი არავინაა და ეს ყველაფერი მოსალოდნელიც იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები