Aa
Aa

"ევრო 2020" გადაიდო! - მთავარი დეტალები უეფა-ს ვიდეოკონფერენციიდან

უეფა-ს ორგანიზებით, ორგანიზაციაში შემავალ 55-ვე სუბიექტის მონაწილეობით, ვიდეოკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ევროპულ ფეხბურთში ამ მომენტში არსებული აქტუალური თემები განიხილეს.

ბუნებრივია, საუბრის მთავარი თემა უეფა-ს ეგიდით გასამართ საკლუბო და სანაკრებო ტურნიებს შეეხო. ოფიციალურად დადასტურებულია, რომ "ევრო 2020" გადაიდება და გათამაშება 2021 წლის ზაფხულში გაიმართება - 11 ივნისიდან 11 ივლისამდე.

უეფა-ს პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინის მიერ გაკეთებული განმარტების მიხედვით, ორგანიზაციის ეგიდით დაგეგმილ საკლუბო ტურნირების (ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა) განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

როგორც წამყვანი ევროპული გამოცემები წერენ, ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარების თარიღად 27 ივნისს დაასახელებენ, ხოლო ევროპა ლიგის ფინალი 3 დღით ადრე - 24 ივნისს შედგება. თუმცა აქვე განვმარტოთ - ამისთვის აუცილებელია, ქვეყნების შიდა ჩემპიონატები განახლდეს, ქვეყნებს შორის ფრენები უსაფრთხო გახდეს და ა.შ.

რაც შეეხებათ კონკრეტულად ქვეყნების შიდა ჩემპიონატებს, მათი განახლების სავარაუდო თარიღებად აქამდე ცნობილი დროები რჩება. საბოლოო გადაწყვეტილება თავად ჩემპიონატების ორგანიზატორებმა უნდა მიიღონ.

ვიდეოკონფერენციაში სფფ-ის მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ. ჩვენთვის აქტუალური, პირველ რიგში, ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩები გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები