რუგანი: „თავს კარგად ვგრძნობ“
Aa
Aa

რუგანი: „თავს კარგად ვგრძნობ“

„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა, დანიელე რუგანიმ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსი დაუდასტურდა, კლუბის ოფიციალურ არხს ინტერვიუ მისცა. იტალიელმა უკანახაზელმა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კორონავირუსის შესახებ ისაუბრა.

„თავს მშვენივრად ვგრძნობ. ბოლო პერიოდია კარგად ვარ. ის სიმპტომები არ მქონია, რომელთა შესახებაც გაზეთებში წაიკითხეთ.

ძალიან გამიმართლა და იმედი მაქვს ჩემი მაგალითი ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. მინდა ყველას, ვინც წერილები გამომიგზავნა მადლობა საჯაროდ გადავუხადო.

კარგად ვარ და ამ დაბრკოლებას აუცილებლად გადავლახავ“.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის იტალია წითელ ზონად არის გამოცხადებული. ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 25 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილია 2100-ზე მეტი ადამიანი. იტალიაში ასევე გამოცხადდა, რომ შესაბამისი პირობების არქონის გამო, მხოლოდ მათ უმკურნალებენ, ვისთვისაც ამას აზრი ექნება. როგორც იცით, რუგანის გამო, კარანტინში „იუვენტუსიც“ იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები