ზუკა რურუა -
Aa
Aa

ზუკა რურუა - "ვარჯიშის გარეშე ყოფნა ძალიან ცუდად იმოქმედებს ჩვენზე"

მსოფლიოსა და საქართველოში განვითრებული მოვლენებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკთან, გერმანიიდან დაბრუნებული წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის გადაწყვეტილებით ეროვნული ნაკრები იზოლაციაში 2 კვირა იქნება.

Crystalsport.ge წყალბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანს ზუკა რურუას დაუკავშირდა და მას გაესაუბრა.

„კარგად ვართ ყველა. იქიდან გამომდინარე,რომ  გერმანიიდან დავბრუნდით, მაინც გადავწყვიტეთ ეს პერიოდი კრანტინში გავატაროთ. ამით თავს დავიზღვევთ ჩვენც და გარშემომყომებიც რათა ეს ვირუსი თავიდან ავიცილოთ. ოლიმპიური ლიცენზისთის თამაშები სამწუხაროდ ძალიან გაიწელა, რაც ნამდვილად კარგი არ არის. რა თქმა უნდა ეხლა ვარჯიშის გარეშე ყოფნა ძალიან ცუდად იმოქმედებს ჩვენზე, მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად იქნება.“ - განაცხადა რურუამ

რაც შეეხება 2020 წელს ტოკიოში გასამართი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირს, რომლის გამართვაც მარტის ბოლოს ჰოლანდიაში, როტერდამში იგეგმებოდა, მაისის თვეში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები