Aa
Aa

"სასტუმრო ვართ და სასტუმროდ დავრჩებით", - რონალდუს ცრუ ინფორომაცია გაუვრცელეს

ესპანურმა გამოცემა Marca-მ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიაში მის ბალანსზე არსებული 2 სასტუმროს ჰოსპიტლად გადაკეთება გადაწყვიტა, რათა კორონავირუსისთვის ბრძოლაში ხალხს დახმარებოდა.

ამ ინფორმაციამ მთელი ინტერნეტსივრცე მოიარა და უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ამის შემდეგ, 15 მარტს ესპანურმა ვებ გვერდმა ხსენებული სიახლე უბრალოდ წაშალა.

„ჩვენ სასტუმრო ვართ და ჰოსპიტლად გადაკეთებას არ ვაპირებთ. დღესაც და მომავალშიც, ჩვენ სასტუმროდ დავრჩებით. ჩვენთან პრესიდან ზარები შემოდის. ყველას წარმატებულ დღეს გისურვებთ“, - ეს კომენტარი დღეს ლისაბონში მდებარე რონალდუს სასტუმროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჰოლანდიურ გამოცემა RTL Nieuws-სთან საუბრისას გააკეთა.

აქვე გეტყვით, რომ ყალბი სიახლე ამ დღეებში მესის მიმართაც გავრცელდა. თითქოს არგენტინელი რონალდინიოს ციხიდან დახსნის მიზნით, 4 მილიონ ევროს გამოყოფდა, რათა 4 საუკეთესო ადვოკატს საქმის გადახედვა მოეთხოვათ, თუმცა როგორც რონალდუს შემთხვევაში მოხდა, ხსენებული ინფორმაციაც ჭორად გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები