Aa
Aa

"ჩელსიმ" ივანოვიჩს შემცვლელი მოუძებნა

ლონდონის "ჩელსის" ახალი თავკაცი, ანტონიო კონტე, "ლურჯების" სერბი მცველის, ბრანისლავ ივანოვიჩის, სათამაშო კონდიციებით უკმაყოფილოა და არახალი ამბავია, რომ "არისტოკრატები" მის შემცვლელს ეძებენ.

პრესაში ყველაზე აქტიურად, სტეფან ლიხტშტაინერის ტრანსფერზე იწერებოდა, თუმცა გარიგება წინ ვერ წავიდა და შვეიცარიელი ამჟამინდელ გუნდში რჩება.

დღეს კი, პორტუგალიურმა საფეხბურთო ჟურნალმა, Record-მა, დაწერა, რომ ლონდონელთა თავკაცს, თვალი, ლისაბონის "ბენფიკას" შვედ მცველზე, ვიქტორ-ნილსონ ლინდელიოფზე დაუდგამს. 

22 წლის შვედის გამოსასყიდ თანხად, "ბენფიკამ" 30 მილიონი ევრო დააწესა. როგორც ირკვევა, ფეხბურთელის აგენტმა დაადასტურა, რომ მასსა "ჩელსის" მესვეურებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. 

ლინდელიოფი "ევრო 2016"-ზე შვედეთის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ცენტრალური მცველი გახლდათ. იგი "ბენფიკას" რიგებში 2012 წლიდან ირიცხება. 

 

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები