Aa
Aa

"რეალმა" ბორხა მაიორალი "ვოლფსბურგში" გაანათხოვრა

მადრიდული გამოცემის Marca-ს ცნობით, "რეალი" თავის 19 წლის შემტევს, ბორხა მაიორალს, გერმანულ "ვოლფსბურგში" გაანათხოვრებს. 

მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია, რაც ნიშნავს, რომ მაიორალი შემდეგი 1 წლის განმავლობაში "ვოლკსვაგენ არენაზე" იბურთავებს. 

ფეხბურთელი, სამედიცინო შემოწმების გასავლელად, გერმანიაში დღეს ჩავა. 

შეგახსენებთ, რომ აქამდე "სამეფო კლუბი" დენის ჩერიშევმა და ალვარო არბელოამ დატოვეს. რუსი 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ვილიარეალში" გადავიდა, ხოლო არბელოამ შეთანხმებას, იტალიურ "მილანთან" მიაღწია.

 

მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები