ინგლისის პრემიერ ლიგა 3 აპრილამდე შეწყდა !
Aa
Aa

ინგლისის პრემიერ ლიგა 3 აპრილამდე შეწყდა !

ინგლისის პრემიერ ლიგის გათამაშება 3 აპრილამდე შეწყდა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის, პრემიერ ლიგის, ინგლისის საფეხბურთო ლიგისა და საფეხბურთო ასოციაციის ქალთა სუპერ ლიგის ერთობლივი შეთანხმების მიხედვით 3 აპრილამდე დაგეგმილი ყველა მატჩი გადადებულია.

ოფიციალური განცხადების მიხედვით გადაიდო როგორც პრემიერ ლიგის, ასევე ყველა ქვედა ლიგისა და ასაკობრივი ჩემპიონატების მატჩები.

უეფას ოფიციალური განცხადების მიხედვით შემდეგ კვირაში დაგეგმილი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩები გაურკვეველი დროით გადადებულია.ასევე გადაიდო ესპანეთის, იტალიის, ჰოლანდიის, ბელგიის, პორტუგალიის, შვეიცარიისა და კიდევ არაერთი ევროპული ჩემპიონატის შეხვედრები.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით უეფა მასში შემავალ 55 სუბიექტებთან ერთად ვიდეოკონფერენციას 17 მარტს გამართავს. ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ცხადია განხილვის თემა კორონავირუსის გამო შექმნილი რთული ვითარებაა, რის გამოც არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი უკვე გადაიდო. მხარეები განიხილავენ როგორც შიდა ჩემპიონატების გამართვის საკითხს, ასევე გადახედავენ ევროპული საკლუბო და სანაკრებო ტურნირების კალენდარს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები