Aa
Aa

არტეტასა და ჰადსონ-ოდოის კორონავირუსი აქვთ - პრემიერ ლიგა საგანგებო შეხვედრას გამართავს

გუშინ „ნისლიან ალბიონზე“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ ლიგა ამ უქმეებზე გასამართი მატჩების გადადებას არ აპირებდა, მაგრამ გამთენიისას მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა.

რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა, რომ „არსენალის“ მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას კორონავირუსი დაუდასტურდა. მოგვიანებით კი, იგივე დიაგნოზი „ჩელსის“ ახალგაზრდა შემტევს, კალუმ ჰადსონ-ოდოის დაუსვეს.

„არსენალის“ სამწვრთნელო შტაბისა და ძირითადი გუნდის წევრები კარანტინში იმყოფებიან, ისევე როგორც „ჩელსიში“ მომუშავე პერსონალი და ფეხბურთელები, რომლებსაც ჰადსონ-ოდოისთან ახლო კონტაქტი ჰქონდათ.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს პრემიერ ლიგა ოცივე კლუბის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრას გამართავს. Daily Mail-ისა და The Sun-ის ცნობით, კლუბები მატჩების გადადებას კატეგორიულად მოითხოვენ და უდიდესი ალბათობით მიზანს მიაღწევენ კიდეც.

გუშინ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, პრესკონფერენცია მოიწვია და განაცხადა, რომ მთავრობა კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდებაზეა ორიენტირებული და სპორტული ღონისძიებების აკრძალვას აქტიურად განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები