უეფამ ასაკობრივი ნაკრებების მატჩები გადადო
Aa
Aa

უეფამ ასაკობრივი ნაკრებების მატჩები გადადო

უეფას გადაწყვეტილებით, 14 მარტიდან 14 აპრილამდე დაგეგმილი 17 და 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ელიტრაუდის მატჩები, ასევე ასაკობრივი გუნდების მონაწილეობით ტურნირები გაურკვეველი ვადით გადაიდო. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ აღნიშნული გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის გამო გამოწვეული სამგზავრო შეზღუდვების შედეგად მიიღო.

შეგახსენებთ, საქართველოს 17-წლამდე საფეხბურთო ნაკრები 25-31 მარტს ბელგიაში ელიტრაუნდის მატჩების ჩასატარებლად უნდა ჩასულიყო (მონაწილე ქვეყნები: ბელგია, ინგლისი, რუმინეთი, საქართველო). ამავე პერიოდში საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს ელიტრაუნდის შეხვედრების გამართვა საფრანგეთში ჰქონდა დაგეგმილი (მონაწილე ქვეყნები: საფრანგეთი, რუსეთი, შოტლანდია, საქართველო). აღნიშნული მატჩების ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რაც შეეხება ევრო 2020-ის პლეიოფის შეხვედრებს, მათ შორის, საქართველო - ბელარუსის მატჩს, რომელიც 26 მარტს თბილისში, დინამო არენაზე უნდა გაიმართოს, უეფა პლეიოფის ყველა მატჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 17 მარტს მიიღებს.

ასევე მომავალ კვირას გახდება ცნობილი, შედგება თუ არა 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები, რომელიც ასევე თვის ბოლოს არის დაგეგმილი. 26 მარტს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები თბილისში სლოვაკეთს უნდა დაუპირისპირდეს.

17 მარტს დაგეგმილი ვიდეკონფერენცია, სწორედ ამ თემებს უკავშირდება. ვიდეო კონფერნეციაში უეფას წევრი 55 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის, საქართველო მიიღებს მონაწილეობას

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები