კორონავირუსის გამო უეფა 55 სუბიექტთან ვიდეოკონფერენციას გამართავს
Aa
Aa

კორონავირუსის გამო უეფა 55 სუბიექტთან ვიდეოკონფერენციას გამართავს

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით უეფა მასში შემავალ 55 სუბიექტებთან ერთად ვიდეოკონფერენციას 17 მარტს გამართავს. ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ცხადია განხილვის თემა კორონავირუსის გამო შექმნილი რთული ვითარებაა, რის გამოც არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი უკვე გადაიდო ან უმაყურებლოდ ჩატარდა. მხარეები განიხილავენ როგორც შიდა ჩემპიონატების გამართვის საკითხს, ასევე გადახედავენ ევროპული საკლუბო და სანაკრებო ტურნირების კალენდარს.

ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას FIFPRO და ევროპის საკლუბო ასოციაციაც მიიღებენ. ცხადია ვიდეოკონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იქნება.

ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უეფა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, უეფას კალენდრის მიხედვით 26 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველო ''დინამო არენაზე'' ბელარუსიას დაუპირისპირდება. გამარჯვებული ერთა ლიგის ფინალში ითამაშებს. ქართული მხარის სურვილი მატჩის გადადებაა.

 სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ერთა ლიგის ნახევარფინალის შესახებ კომენტარი გადაცემა ''ტაიმაუტთან'' საუბრისას გააკეთა:''უეფასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით მატჩის გადადებას ვთხოვთ. ალბათობა მცირეა, რომ ბელარუსთან მატჩი გაიმართოს.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები