კორონავირუსი - ევროპა ლიგის 2 მატჩი გადაიდო
Aa
Aa

კორონავირუსი - ევროპა ლიგის 2 მატჩი გადაიდო

კორონავირუსი ნელ-ნელა სპორტს სრულად ზღუდავს და მაყურებელთა გარეშე დარჩენილი ტრიბუნების შემდეგ, მთლიანად შეხვედრების გადადებაც იწყება.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროპა ლიგის ეგიდით გასამართი მატჩები „სევილია“ – „რომა“ და „ინტერი“ – „ხეტაფე“ ოფიციალურად გადაიდო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება ხსენებული შეხვედრები. ამის შსახებ მსჯელობა უახლოეს მომავალში გაიმართება.

„თუ არაფერი შეიცვალა, ხვალ ხეტაფე იტალიაში არ გაემგზავრება. უეფას ალტერნატიული ვარიანტის გამონახვა მოვთხოვეთ და ნამდვილად არ გვინდა კორონავირუსის ეპიცენტრში აღმოვჩნდეთ. ეს არაფერში გვჭირდება. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას უკვე დავუკავშირდით და ვთხოვეთ, რომ მატჩის გადადებაში დაგვეხმაროს.

ინტერთან ფლეიოფის წაგებადაც რომ დაგვიჯდეს, მზად ვართ წავაგოთ, რადგან არ ვგეგმავ რომელიმე ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა რისკის ქვეშ დავაყენო”. - ეს სიტყვები „ხეტაფეს“ პრეზიდენტს ანხელ ტორესს ეკუთვნის, რომელიც დღეს დილით გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის იტალია წითელ ზონად არის გამოცხადებული. ქვეყანაში 10 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილია 600-ზე მეტი ადამიანი. ქვეყანაში ასევე გამოცხადდა, რომ შესაბამისი პირობების არქონის გამო, მხოლოდ მათ უმკურნალებენ, ვისთვისაც ამას აზრი ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები