კორონავირუსი და ერთა ლიგა - კობიაშვილი განცხადებას ავრცელებს
Aa
Aa

კორონავირუსი და ერთა ლიგა - კობიაშვილი განცხადებას ავრცელებს

კორონავირუსის გავრცელებისა და შესაძლო საფრთხის გამო უამრავი სპორტული ღონისძიება გაურკვეველი ვადით გადაიდო, ან გაუქმდა. რა თქმა უნდა, ეს ეხება საფეხბურთო მატჩებსაც, რომლებიც როგორც დღეს გახდა ცნობილი საქართველოშიც გადაიდო. სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატი 1 აპრილამდე შეჩერდა.

რამდენიმე წუთის წინ კი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს რომ მატჩების მაყურებელთა გარეშე ჩატარება გამოსავალი არ არის და ისინი ფეხბურთელებსაც უნდა გაუფრთხილდნენ.

მაშინ, როდესაც მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, მაყურებლის გარეშე საერთაშორისო მატჩების გამართვა გამოსავალი არ არის, რადგან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მგზავრობით საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება უწევთ.

თითოეულმა ფედერაციამ, უეფასთან ერთად, უნდა ვიზრუნოთ არა მხოლოდ გულშემატკივარის უსაფრთხოებაზე, არამედ ჩვენი ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე! ამ საკითხზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ.

მაყურებლისთვის სტადიონის კარის დაკეტვა პრობლემის მოგვარების გზა არ არის! - წერს ლევან კობიაშვილი.

აქვე გეტყვით, რომ ამ მომენტისთვის საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 126 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 46 პაციენტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები