Aa
Aa

ილიჩიჩის ისტორიული საღამო - სლოვენიელის რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ წყვილებს შორის ყველაზე უხვგოლიანი მატჩები „ვალენსიასა“ და „ატალანტას“ შორის შედგა. ბერგამოელებმა ჯამში 8:4 მოიგეს და მომდევნო ეტაპზე სრულიად დამსახურებულად გავიდნენ.

„მესტალიაზე“ გამართული განმეორებითი შეხვედრა ისტორიული გამოდგა იტალიელთა სლოვენიელი ლეგიონერის იოსიპ ილიჩიჩისთვის, რომელმაც პოკერის შესრულება შეძლო და ზლატან იბრაჰიმოვიჩის რეკორდი დაამხო.

საქმე ეხება ასაკს. როდესაც 2012 წელს ზლატანმა „ანდერლეხტს“ პოკერი შეუსრულა ის 32 წლისა და 20 დღის იყო, ხოლო ილიჩიჩი 32 წლისა და 41 დღის გახლდათ. ამრიგად, სლოვენიელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთ შეხვედრაში 4 გოლის გატანა შეძლო.

ილიჩიჩმა კიდევ ერთი საინტერესო შედეგიც დააფიქსირა. ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა მე-3 ფეხბურთელი, რომელმაც პლეი-ოფის ეტაპზე ორი მატჩის ჯამში 5 ან მეტი გოლის გატანა შეძლო. პირველ ადგილს ლეო მესი იკავებს, რომელმაც 2011-2012 წლებში „ლევერკუზენს“ სტუმრად და შინ ჯამში 6 ბურთი გაუტანა.

მეორე პოზიციაზე კი კრიშტიანუ რონალდუა. პორტუგალიელმა 2016-2017 წლების სეზონში „ბაიერნს“ ორ მატჩში 5-ჯერ გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები