გუარდიოლა:''ვფიქრობ პრემიერ ლიგის მატჩები უმაყურებლოდ ჩატარდება''
Aa
Aa

გუარდიოლა:''ვფიქრობ პრემიერ ლიგის მატჩები უმაყურებლოდ ჩატარდება''

''მანჩესტერ სიტის'' მთავარი მწვრთნელის, პეპ გუარდიოლას აზრით პრემიერ ლიგის შეხვედრები უმაყურებლოდ გაიმართება. ''არსენალთან'' მატჩამდე გუარდიოლამ ბრიტანულ მედიასთან ისაუბრა:''ასე მოხდა იტალიასა და ესპანეთში.ვფიქრობ ჩვენთანაც უმაყურებლოდ გაიმართება შეხვედრები.

ფეხბურთის თამაში მაყურებელთა გარეშე? ჩვენ ქომაგებისთვის ვმუშაობთ და ვთამაშობთ. 

ვაპირებთ მთავრობისგან მიღებული რეკომენდაციები გავითვალისწინოთ. გააზრებული გვაქვს, რომ მთელი მსოფლიო ამ პრობლემის წინაშე დგას და კორონავირუსს ებრძვის.''

კატალონიელმა ''არსენალის'' ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, მიკელ არტეტას შესახებ ისაუბრა. 2016-19 წლებში ''მანჩესტერ სიტის'' მთავარი მწვრთნელის, პეპ გუარდიოლას ასისტენტი არტეტა იყო.

გუარდიოლა:''დარწმუნებული ვარ არტეტა წარმატებული მწვრთნელი გახდება. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც მან ჩემს გუნდში მუშაობა გადაწყვიტა.

არტეტას ხელმძღვანელობით ''არსენალი'' თანდათან უფრო მაღალი დონის ფებურთს თამაშობს. მოხარული ვიქნები თუ ერთ დღეს ''არსენალი'' დიდ წარმატებას მიაღწევს და არტეტასთან ერთად ვიჯდები სათადარიგოთა სკამზე.''

11 მარტს, პრემიერ ლიგის 28-ე ტურში ''მანჩესტერ სიტი'' ''ეტიჰედზე'' ლონდონის ''არსენალს'' უმასპინძლებს. პეპ გუარდიოლას თქმით კევინ დე ბრუინმა, რომელმაც მანჩესტერული დერბი ტრავმის გამო გამოტოვა, ორი დღეა ვარჯიში განაახლა, თუმცა მისი თამაშის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები