კორონავირუსი - ბარსელონა VS ნაპოლი მაყურებელთა გარეშე?
Aa
Aa

კორონავირუსი - ბარსელონა VS ნაპოლი მაყურებელთა გარეშე?

კორონავირუსი ფეხბურთსაც უტევს. ევროპის მასშტაბით უამრავი სპორტული ღონისძიება გადაიდო და რაც ტარდება, მათი დიდი ნაწილი მაყურებელთა გარეშეა ხოლმე.

ამჯერად, კორონავირუსის საფრთხის გამო მაყურებელთა გარეშე დარჩენა ემუქრება „ბარსელონა“ – „ნაპოლის“ მატჩს, რომელიც 18 მარტს თბილისის დროით 23:55 საათზე უნდა გაიმართოს.

როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსის შემთხვევები ესპანეთშიც ფიქსირდება. ესპანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გეგმავს, რომ „ვალენსია“ – „ატალანტას“ მსგავსად, „ბარსა“ – „ნაპოლიც“ ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარდეს.

ასევე ცნობილია, რომ უმაყურებლოდ დარჩენა ემუქრება პსჟ-სა და „დორტმუნდის“ შეხვედრასაც.

გადაწყვეტილებები უახლოეს დღეებში იქნება მიღებული. ყველაფერი არსებულ ვითარებაზე და კორონავირუსის შემთხვევბის გაზრდაზე იქნება დამოკიდებული.

ჯერჯერობით, ლა ლიგის 27-ე ტურში ყველა მატჩი მაყურებელთა თანხლებით გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები