ნატალია ოთხმეზური აშშ-ს კოლეჯთა ლიგის ნახევარფინალშია
Aa
Aa

ნატალია ოთხმეზური აშშ-ს კოლეჯთა ლიგის ნახევარფინალშია

ნატალია ოთხმეზურისკასპერ თანდერბერდსიამერიკის სტუდენტურ ლიგაში წარმატებით ასპარეზობს.

ნაციონალურ ჯუნიორ კოლეჯთა ათლეტურ ასოციაციაში  ქართველი გოგონას გუნდი რეგიონალური ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში  მოხვდა, რომელსაც კასპერის უნივერსიტეტი მასპინძლობს და სადაც თანდერბერდს გამარჯვების კარგი შანსი აქვს.

აღსანიშნავია, რომ რეგულარული ჩემპიონატი კასპერელებმა 26 მოგებითა და 3 მარცხით დაასრულეს.

მეოთხედფინალურ შეხვედრაში, “კასპერმა”  მაკკუკის კოლეჯი 82:55 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების წევრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა.

ოთხმეზურმა 6-დან 2 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

ნატალიას ანგარიშზე საბოლოოდ 13 ქულა და 3 მოხსნა დაგროვდა.

კასპერელთაგან 15 ქულითა და 5 პასით ასევე ეშლი ტეაუ გამოირჩა.

ნახევარფინალში კასპერის მეტოქე ოტეროს უნივერსიტეტი იქნება.

მატჩი თბილისის დროით, 7 მარტს, გამთენიისას გაიმართება.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ჯილეტის და ვესტერნის კოლეჯთა გუნდები დაუპირისპირდებიან.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები