დაფასება - ანტონ კაზანჯიანს მე-80 დაბადების დღეზე ქართული სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა
Aa
Aa

დაფასება - ანტონ კაზანჯიანს მე-80 დაბადების დღეზე ქართული სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

ცნობილი ქართველი კალათბურთელი და მწვრთნელი, ფიზიკური აღზრდის პედაგოგიკის პროფესორი, ანტონ კაზანიჯიანი 80 წლის გახდა და იუბილეზე ქართული სპორტის რაინდის წოდება მიანიჭეს.

აღნიშნული წოდება, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარდგინებით - ანტონ კაზანჯიანს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის განკარგულებით მიენიჭა. ქართული სპორტის რაინდის სპეციალური ორდენი იუბილარ ვეტერანს მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულთან ერთად გადასცა.

ანტონ კაზანჯიანი ღირსების ორდენის კავალერია, ხოლო 1960 წლიდან საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი გახლავთ.  იგი წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი იყო, თბილისის "დინამოსთან" ერთად საბჭოთა კავშირის ჩემპიონი 2-ჯერ გახდა (1959, 1968), სსრკ-ს თასს კი ერთხელ დაეუფლა (1969), ასევე ევროპის ჩემპიონთა თასის (1962) გამარჯვებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები