უეფა-მ ევროპა ლიგის 2022 წლის ფინალისა და სუპერ თასის 2022 და 2023 წლების მასპინძელი ქალაქები დაასახელა
Aa
Aa

უეფა-მ ევროპა ლიგის 2022 წლის ფინალისა და სუპერ თასის 2022 და 2023 წლების მასპინძელი ქალაქები დაასახელა

ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში უეფა-ს სამუშაო შეხვედრა შედგა, რომლითაც ევროპა ლიგის 2022 წლის ფინალისა და სუპერ თასის 2022 და 2023 წლების მასპინძელი ქალაქები გაირკვა.

როგორც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს საიტზე ვკითხულობთ, ევროპა ლიგის 2022 წლის ფინალს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის სტადიონი "პუშკაშ არენა" უმასპინძლებს.

რაც შეეხება სუპერ თასის 2022 წლის შეხვედრას, ის ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდება, 2023 წლის სუპერ თასს კი რუსეთის ქალაქ ყაზანში მდებარე უახლესი სტადიონი "ყაზან არენა" უმასპინძლებს.

უეფა-ს მომდევნო სამუშაო შეხვედრა 27 მაისსაა ჩანიშნული, რომელიც პოლონეთის ქალაქ გდანსკში ჩატარდება. 

შეგახსენებთ, რომ ხვალ უეფა-ს ერთა ლიგის მომდევნო გათამაშების ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება, რომლითაც C ლიგაში საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები