''უდიდესი სიხარული მოგვანიჭეთ'' - ჩხენკელი კალათბურთელებს შეხვდა
Aa
Aa

''უდიდესი სიხარული მოგვანიჭეთ'' - ჩხენკელი კალათბურთელებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს შეხვდა. მინისტრმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელებსა და მოთამაშეებს 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წარმატებულად დაწყება მიულოცა. მათი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ ჩხენკელი: „პირველ რიგში გილოცავთ ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის წარმატებით დაწყებას! შვეიცარიის ნაკრების დამარცხებითა და მსოფლიო კალათბურთის გრანდთან, სერბეთთან გამარჯვებით ქართველ გულშემატკივრებს უდიდესი სიხარული მოგვანიჭეთ. მოუთმენლად ველით ევროპის ჩემპიონატის დაწყებას, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს. სპორტის სასახლე, რომლის მშენებლობაც აქტიურ ფაზაშია, გააჩენს ახალ საკალათბურთო კერას. ბუნებრივია, ევრობასკეტის შემდეგ, ეს კერა სპორტული თვალსაზრისით დატვირთული უნდა იყოს. სპორტული კომპლექსის მომავალს მასობრივი სპორტის განვითარებას ვუკავშირებთ. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშნელოვანია სპორტსმენების ჩართულობა, რათა ახალგაზრდა თაობას შევაყვაროთ სპორტი და აქტიურად დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები