ახალი გენერალური სპონსორი ''ტორპედოში'' - იმერულ კლუბს Kappa შემოსავს
Aa
Aa

ახალი გენერალური სპონსორი ''ტორპედოში'' - იმერულ კლუბს Kappa შემოსავს

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის ''ტორპედოს'' ახალი გენერალური სპონსორი კომპანია ''ედენარო'' იქნება. როგორც ქუთაისური კლუბის პრესსამსახური იუწყება, ედენარო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინ გაყიდვების მაღაზიაა.  კომპანია ''ედენარო'' მოღვაწეობს ევროპისა და აშშ-ის ბაზარზე.

ქუთაისის ''ტორპედო'' ერთ თვეში ონლაინ ''ფან-შოპს'' გახსნის. კლუბის გულშემატკივრებს ინტერნეტის საშუალებით ''ტორპედოს'' პროდუქციის შეძენა შეეძლებათ. გაიყიდება როგორც საკლუბო მაისურები, ასევე სხვა სახის აქსესუარები.

კიდევ ერთი სიახლე ''ტორპედოსთან'' დაკავშირებით, იმერულ კლუბს იტალიური Kappa შემოსავს.

მიმდინარე თვის დასაწყისიდან მოყოლებული ქუთაისის ''ტორპედოს'' ახალი მფლობელი ჰყავს იტალიელი ფაბიო მანინოს სახით.

შეგახსენებთ, 2019 წლის სეზონში ''ტორპედო'' მძიმე ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა, რასაც კლუბის მფლობელის, ზაალ ჩაჩავას კლუბიდან წასვლა მოჰყვა, თუმცა მის მუშაობასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშნები დარჩა, რაც თანხების არასწორად განაწილებას გულისხმობდა.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ მძიმე ფინანსური კრიზისის გამო ''ტორპედო'' მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა და ფეხბურთელებმა დატოვეს. ''ტორპედოს'' ახალ მთავარ მწვრთნელს, მიხეილ აშვეთიას ვასილ გიგიაძე დაეხმარება. ჩხეტიანის მწვრთნელობისას აშვეთია და გიგიაძე სამწვრთნელო შტაბში მუშაობდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები