ჯორჯ კლუნი ფეხბურთში? - ჰოლივუდის ვარსკვლავი ესპანური კლუბის ყიდვას აპირებს
Aa
Aa

ჯორჯ კლუნი ფეხბურთში? - ჰოლივუდის ვარსკვლავი ესპანური კლუბის ყიდვას აპირებს

მადრიდული AS-ის ინფორმაციით, ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ კლუნი საფეხბურთო კლუბ „მალაგას“ შეძენით დაინტერესდა. გამოცემის თქმით, კლუნის წარმომადგენლები ამ საკითხზე პირველად მოლაპარაკებებსაც მართავენ.

როგორც კლუბის ერთ-ერთმა მფლობელმა, ანტონიო აგილერამ ტელეარხ Canal Malaga-ს განუცხადა, ამჟამინდელი აქციონერები ანდალუსიური გუნდის სანაცვლოდ დაახლოებით 100 მილიონ ევროს ითხოვენ.

აგილერამ ასევე დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები სწორედ კლუნის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს. მისი თქმით, მხარეები ამ ეტაპზე ფინანსურ დეტალებსა და ამ კუთხით კლუბის ვალდებულებებზე საუბრობენ.

58 წლის კლუნის ამერიკული ფეხბურთითა და ბეისბოლით დაინტერესების შესახებ აქამდეც ცნობილი იყო. იგი ორივე ამ სპორტში ცინცინატის კლუბის გულშემატკივარია.

რაც შეეხება „მალაგას“, ის ამჟამად ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში თამაშობს და ლა ლიგაში გადასასვლელი ფლეი-ოფის ზონაში მოსახვედრად იბრძვის. ანდალუსიელები ამ ზონას 3 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები