Aa Aa
24 თებერვალი 2020  |  21:42

განვითარების თასი: 16-წლამდელთა ნაკრები პირველი შეხვედრისთვის ემზადება

imgbanner

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ალბანეთში უეფა-ს განვითარების თასზე გაემგზავრა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა ტურნირისთვის მოსამზადებელი ეტაპი თბილისში გაიარა.

მთავარმა მწვრთნელმა საერთაშორისო ტურნირისთვის 20 ფეხბურთელი შეარჩია. 16-წლამდე ნაკრები 2020 წლის განვითარების თასის ფარგლებში მასპინძელ ალბანეთთან ერთად, ალჟირისა და ლიეტუვას 16-წლამდე ნაკრებებს დაუპირისპირდება.

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (სფფ აკადემია, რუსთავი), პაპუნა ბერუაშვილი (დინამო, თბილისი);

​მცველები: გიორგი აღდგომელაშვილი (დინამო, თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო, თბილისი), თორნიკე მოლაშვილი (დინამო, თბილისი), შაქრო დვალიშვილი (საბურთალო, თბილისი), გიორგი ბართია (საბურთალო, თბილისი), დავით ქართველიშვილი (საბურთალო, თბილისი), ზვიად ხაბურზანია (სფფ აკადემია, რუსთავი);

ნახევარმცველები: გიორგი დავრაშელიძე (საბურთალო, თბილისი), საბა გეგიაძე (დინამო, თბილისი), დავით ბერია (საბურთალო, თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო, თბილისი), ჭაბუკი ლაბაძე (სფფ აკადემია, რუსთავი), დავით შიოლაშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ბერიანიძე (საბურთალო, თბილისი), რატი ხუციაშვილი (დინამო, თბილისი);

​თავდამსხმელები: ნიკოლოზ დავრაშელიძე (საბურთალო, თბილისი), ლაშა კალანდაძე (ლოკომოტივი, თბილისი), დიმიტრი ღურწკაია (სფფ აკადემია, რუსთავი).

​ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას ხვალ ალჟირის წინააღმდეგ გამართავს, 27 თებერვალს უკვე ალბანეთს დაუპირისპირდება, ხოლო 1-ელ მარტს ლიეტუვის წინააღმდეგ ითამაშებს. სამივე მატჩი, თბილისის დროით, 14:00 საათზე დაიწყება

imgbanner

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები