უაითი: „კონორს ხაბიბთან ჩხუბი სურს
Aa
Aa

უაითი: „კონორს ხაბიბთან ჩხუბი სურს"

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ კონორ მაკგრეგორი ნეიტ დიაზთან მესამე ორთაბრძოლის გამართვით არ ინტერესდება და ხაბიბთან მატჩრევანშზეა ორიენტირებული.

უაითმა ირლანდიელი მებრძოლის შესახებ BT Sport-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა: „დიაზისა და მაკგრეგორის მესამე ორთაბრძოლის შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ კონორი ხაბიბთან ჯახზეა ორიენტირებული. მაკგრეგორს ნურმაგომედოვთან ჩხუბი სურს“.

უაითს კონორის სამომავლო გეგმების შესახებაც ჰკითხეს, რაზეც მან განაცხადა: „ამ ეტაპზე პასუხი არ მაქვს. მაკგრეგორმა ცოტა ხნის წინ იჩხუბა და ის ხაბიბისა და ტონის ორთაბრძოლის შედეგს არ ელოდება. ასე რომ, ვნახოთ რა მოხდება“

შეგახსენებთ, რომ ხაბიბს მაკგრეგორთან მატჩრევანშის გამართვა არ სურს და საკუთარი პოზიცია საჯაროდაც დააფიქსირა. დაღესტნელს წარმოდგენა არ აქვს, რატომ უნდა მისცეს მატჩრევანშის უფლება მებრძოლს, რომელიც უშანსოდ დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები