ლობჟანიძე ტურის სიმბოლურში: ქართველი ცნობილმა გამოცემამ გამოარჩია
Aa
Aa

ლობჟანიძე ტურის სიმბოლურში: ქართველი ცნობილმა გამოცემამ გამოარჩია

beIN SPORTS-ის ვერსიით საბა ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგის 22-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. მიმდინარე ზამთარში ''რანდერსიდან'' ''ანკარაში'' გადასულმა შემტევმა თურქეთის ჩემპიონატში მესამე მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი სწორედ 22-ე ტურში თურქეთის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ ''ფენერბახჩეს'' შეუგდო.

სიმბოლურ გუნდში რამდენიმე ცნობილი სახე მოხვდა. მაგალითად, პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ''ვალენსიას'' ყოფილი მცველი ჟაოა პერეირა. ასევე, ''ჩელსისა'' და ''სანდერლენდის'' ყოფილი მოთამაშე, სენეგალელი პაპი ჯილობოჯი.

სასიამოვნოა, რომ საბა ლობჟანიძემ თურქეთის დედაქალაქის კლუბში ადაპტაცია სწრაფად გაიარა და სამივე მატჩი სასტარტო თერთმეტეულში დაიწყო.

25 წლის ფეხბურთელმა დანიის სუპერლიგაში ორწელიწადნახევარი გაატარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი სკანდინავიაში ტურისა თუ თვის სიმბოლურ გუნდში არაერთხელ მოხვდა, გასული წლის მაისში კი ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მნიშვნელოვანია იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ ქართველი ფეხბურთელი სეზონის მიმდინარეობისას კლუბს იცვლის და რეალურად უფრო ძლიერ ჩემპიონატში გადასვლის მიუხედავად სტაბილურობას ინარჩუნებს.

არსებული რეალობიდან გამომდინარე ერთა ლიგის ნახევარფინალში ვლადიმირ ვაისისთვის საბა ლობჟანიძე მნიშვნელოვანი დასაყრდენი იქნება, მით უმეტეს, რომ საბამ ვაისს ნდობა უკვე გაუმართლა, როცა გასულ წელს ''პარკენზე'' სასტარტოში ითამაშა და ძალიან ძლიერ დანიის ნაკრებს შეუგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები