Aa
Aa

ახალი შტატიანი პენალტისტი! - რონალდუს წასვლის შემდეგ რამოსს 11-მეტრიანი არ გაუფუჭებია

კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ სერხიო რამოსი „რეალის“ შტატიან პენალტისტად ჩამოყალიბდა და ამ სტატუსს ჯერჯერობით 100%-ით ამართლებს.

„სამეფო კლუბის“ კაპიტანმა „სელტასთან“ გამართული გუშინდელი მატჩისას მორიგი შედეგიანი თერთმეტმეტრიანი შეასრულა და რონალდუს წასვლის შემდეგ ზედიზედ ნიშნულიდან ზედიზედ მე-12-ედ გაიტანა.

რამოსმა, უშუალოდ „რეალის“ მაისურით, ბოლო პენალტი 2018 წლის მაისში, „სევილიას“ წინააღმდეგ გააფუჭა, როცა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ჯერ კიდევ მისი თანაგუნდელი იყო.

გამოცდილმა მცველმა პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში მე-5 გოლი შეაგდო და ბენზემას შემდეგ გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. მთლიანად კარიერაში კი თავი 114-ედ გამოიჩინა, რითაც მცველებს შორის მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. ამ კუთხით გამორჩეული რონალდ კუმანია, რომელმაც კარიერის განმავლობაში 253 შედეგიანი დარტყმა მიითვალა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩის შედეგს, საბოლოო ანგარიში 2:2-ია, რითაც „რეალმა“ „ბარსელონას“ წამოწევის საშუალება მისცა და ახლა ლიდერებს შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა.

„ბლანკოსი“ მომდევნო ტურში „ლევანტეს“ ესტუმრება, ამის შემდეგ კი თავისსავე მოედანზე სწორედ „ბარსას“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები