Aa Aa
13 თებერვალი 2020  |  17:54

19-წლამდე: საქართველოსა და ტაჯიკეთის მატჩი უგოლოდ დასრულდა

რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა თურქეთის ქალაქ სიდეში ამხანაგური მატჩი ტაჯიკეთის შესაბამის ასაკობრივ გუნდთან გამართა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

საქართველო: კუტალაძე (ლომიძე 46), კაპანაძე (აწყურელი 58), გელაშვილი, ჯანგიძე (სამსონია 83), ხარაიშვილი (ჭავჭანიძე 72), მექვაბიშვილი, მესიაჩენკო (ფარულავა 58), გულიაშვილი, მოისწრაფიშვილი (ნონიკაშვილი 15), იაკობიძე, კალანდაძე ( მამულაშვილი 83)

სათადარიგო შემადგენლობა: გაგნიძე

მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

გაფრთხილებები: კალანდაძე (20), კაპანაძე (28), გულიაშვილი (33), იაკობიძე (37)

შეგახსენებთ, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევრო 2020-ის ელიტ-რაუნდში შოტლანდიას, საფრანგეთსა და რუსეთს შეხვდება. მატჩებს 25 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით საფრანგეთი უმასპინძლებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

imgbanner

ცხელი სიახლეები