Aa
Aa

"ეი, ედეგორ! შენს ბო* დედას..." - რამოსის უხამსი ჟესტი უხეშად თამაშის შემდეგ

წლევანდელი ესპანეთის სამეფო თასი საკმაოდ მოულოდნელად მიმდინარეობს. მეოთხედფინალებიდან ტურნირი „რეალმა“ და „ბარსელონამ“ დატოვეს. თასის აღმართვის ფავორიტებად კი „ბილბაო“ და „სოსიედადი“ ითვლებიან.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ერთი არასასიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა. „რეალიდან“ „სოსიედადში“ განათხოვრებულმა მარტინ ედეგორმა სერხიო რამოსს წვივში გაშლილი ფეხი ჩაარტყა, რის შემდეგაც ირონიულად გაიღიმა და მსაჯს არ დაეთანხმა.

ამ დროს რამოსმა ახალგაზრდა ნორვეგიელს მიაძახა: „ეი, ედეგორ! შენს ბო* დედას შე***ი!“

ეს ეპიზოდი ბევრს გამორჩა, მაგრამ არა ყველას. არსებობს ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც ნორვეგიელმა ფეხბურთელმა რამოსს სამაგიერო გადაუხადა და გასულ სეზონში უხეშობისთვის პასუხი გასცა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, შეხვედრის მსვლელობისას რამოსი ედეგორს შეურიგდა და კონფლიქტს გაგრძელება აღარ მოჰყოლია.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის მარტინ ედეგორი „რეალის“ საკუთრებაა და „სოსიედადში“ იჯარის წესით თამაშობს. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 23 შეხვედრაში 6 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები