ლივერპულმა საუთჰემპტონიც
Aa
Aa

ლივერპულმა საუთჰემპტონიც "მიირთვა" - კლოპის გუნდს ვერავინ აჩერებს (VIDEO)

პრემიერლიგის 25-ე ტურში „ლივერპულმა“ „საუთჰემპტონს“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა.

კლოპის გუნდმა მორიგი მატჩი მოიგო და ეს კვლავ ლამაზ სტილში გააკეთა. „მერსისაიდელთა“ მხრიდან დუბლით გამოირჩა მო სალაჰი, ხოლო თითო გოლი ჩემბერლენისა და ჰენდერსონის ანგარიშზეა.

25 ტურიდან 24 გამარჯვება და 1 ფრე - ეს გუნდი გაჩერებას არ აპირებს და მათი გამჩერებელიც არავინ ჩანს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ლივერპულმა“ პრემიერლიგა უკვე მოიგო, დარჩენილი ტურები უბრალო ფორმალობაა. ამ მომენტისთვის „წითლებს“ 71 ქულა აქვთ და თუ „სიტი“ თავის მატჩს მოიგებს სხვაობა 19 ქულა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები