გრძელვადიანი კონტრაქტი - პაკო
Aa
Aa

გრძელვადიანი კონტრაქტი - პაკო "ვილიარეალში" ითამაშებს

ესპანურმა „ვილიარეალმა“ დორტმუნდის „ბორუსიასგან“ პაკო ალკასერის სატრანსფერო უფლებები, მისთვის სარეკორდო თანხად, გამოისყიდა.

„ყვითელ წყალქვეშა ნავს“ ალკასერის საკუთარ რიგებში გადაყვანა 25 მილიონი ევრო დაუჯდა, რაც 2 წლის წინ ხერარდ მორენოში გადახდილი 20 მილიონი ევროს შემდეგ, კლუბისთვის ახალი რეკორდია.

პაკომ „ვილიარეალთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა და „ლა სერამიკაზე“ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება. იგი კლუბმა „ლიონში“ გაშვებული კარლ ტოკო ეკამბის შემცვლელად დაიმატა.

ალკასერი ლა ლიგაში 2.5-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. მაშინ იგი „დორტმუნდმა“ „ბარსელონასგან“ გადაიბირა, რაც 21 მილიონი ევრო დაუჯდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები