დეშამი: "ჩვენ ისტორია დავწერეთ"!
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, გერმანიასთან (2:0) მოგებული შეხვედრის შემდეგ, კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ უკვე ახალი ისტორია დავწერეთ. საფრანგეთი ფინალშია და ეს თითოეული ფეხბურთელის უდიდესი დამსახურებაა. მათ იდეალურად ითამაშეს. მოვუგეთ გუნდს, რომელიც მთელი თამაშის მანძილზე გვავიწროვებდა და ჩვენ ამ წნეხს გავუძელით. ვცდილობდით კომპაქტურად გვეთამაშა და მეტოქისთვის სივრცეები არ მიგვეცა".
"გრიზმანი საოცარი ფეხბურთელია. მან ჟირუსთან ერთად ტიტანურად იშრომა და დაცვითი ოპერაციებისას, გუნდს ძალიან დაეხმარა. "ატლეტიკოში" მან მთელი სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და ამ ჩემპიონატზეც გამორჩეულია".
"ეს დიდებული გრძნობაა, დიდებული ამბავი, რომელიც კვირას შესაბამისად უნდა დასრულდეს. ფინალამდე 3 დღე გვაქვს, ეს დრო ცოტაა, თუმცა ახლა ბოლო ნაბიჯი უნდა გადავდგათ".
"ძალიან ამაყი ვარ, რომ ასეთი დიდი გუნდის გაწვრთნის საშუალება მომეცა. ბიჭებს, რა თქმა უნდა, ჩემს საფინალო გამოცდილებას გავუზიარებ (1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, დეშამი ნაკრებს კაპიტნობდა). გარდა ამისა, მათ ჩემი კარიერის გადამწყვეტ მომენტებზეც ვესაუბრები ხოლმე. ასეთი პარალელები ძალიან მეხმარება". - სიხარულს ვერ ფარავდა დეშამი.
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით