კიკე სეტიენი:
Aa
Aa

კიკე სეტიენი: "ბევრი უაზრო გადაცემა გავაკეთეთ..."

ლა ლიგის 23-ე ტურში „ბარსელონა“ „მესტალიაზე“ „ვალენსიასთან“ 0:2 დამარცხდა. კიკე სეტიენის გუნდმა უსახური შეხვედრა ჩაატარა და უამრავი შეცდომა დაუშვა.

„ბარსას“ ბევრი პრობლემა აქვს, ეს მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა და სერხიო ბუსკეცმაც აღიარეს.

კიკე სეტიენი: „სიმართლეა, რომ რაღაცები კარგად ვერ გავიაზრეთ. იმ რეალობით რაც ახლაა კმაყოფილი არავინ არის, არც ჩვენ და არც მოთამაშეები.

„ვალენსიამ“ დღეს ზონები კარგად დაკეტა. სიღრმეში შეღწევა და სივრცეების მოძებნა გვიჭირდა. ბევრი უაზრო გადაცემა გავაკეთეთ.

დაფაზე დაწერილის გაგება ბევრ მოთამაშეს შეუძლია, თუმცა შემდეგ მოედანზე ყველაფერი სხვაგვარად არის.

„ვალენსიას“ ხელი შევუწყვეთ, რადგან მომენტების შესაქმნელად გამოსავალს ვერ ვნახულობდით“.

სერხიო ბუსკეცი: „სამწვრთნელო შტაბის მოთხოვნებს უნდა მოვერგოთ. მუშაობა უნდა განვაგრძოთ და რა თქმა უნდა, უკეთ ვითამაშებთ.

ახალი 9 ნომერი? ჩვენი მთავარი ფორვარდი ახლა ტრავმირებულია, ასევე არსებობენ სხვები, რომლებსაც ამ პოზიციაზე თამაში შეუძლიათ. ტრანსფერები ჩემი პრობლემა არ არის“.

მსგავსი სიახლეები