Aa
Aa

''ენფილდზე'' რუიზის ხილვა სურთ

''ლივერპულს'' ისკოს გადაბირება 47 მილიონ ფუნტ სტერლინგად სურდა, თუმცა მადრიდულმა კლუბმა შეთავაზებას უარით უპასუხა და ნახევარმცველი ‘‘ბერნაბეუზე’’ დარჩა. ელ დესმარკეს ცნობით ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ იურგენ კლოპმა არჩევანი ფაბიან რუიზზე შეაჩერა. ამჯერად ‘‘მერსისაიდელთა’’ მთავარი ამოცანა ‘‘ნაპოლის’’ ესპანელი ნახევარმცველის შეძენაა.

ბრიტანული მედიის ცნობით რუიზის ტრანსფერი შესაძლოა იმ ფაქტმა დააჩქაროს, რომ ნეაპოლელთა მმართველ დე ლაურენტისსა და ფეხბურთელებს შორის დაძაბული ვითარებაა, რაც კლუბში არაჯანსაღ გარემოს განაპირობებს.

23 წლის ფეხბურთელი, რომელსაც ‘‘ბეტისსა’’ და ‘‘ელჩეში’’ უთამაშია, 2018 წლიდან ნეაპოლური გუნდის ღირსებას იცავს. რუიზმა მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 18 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები