Aa
Aa

„იუვე" უარზეა - პრობლემა 10 მილიონი ევროა

Sky Sport Italia-ს ცნობით, ტურინის „იუვენტუსმა“ „ბარსელონას“ მიერ ფედერიკო ბერნარდესკის სანაცვლოდ შეთავაზებული წინადადება დაბლოკა.

გამოცემის ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს თქმით, კატალონიელები ტურინელებს ივან რაკიტიჩთან ერთად 10 მილიონ ევროს სთავაზობდნენ. როგორც ირკვევა, „იუვეს“ რაკიტიჩის დამატება სურს და არც „ბერნას“ გაშვებაზეა უარზე, თუმცა დამატებით კიდევ 10 მილიონი ევრო სურს.

იმავე დი მარციოს ინფორმაციით, თუკი „ბარსა“ რაკიტიჩსა და 20 მილიონ ევროს ჩამოვა, „იუვე“ ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებს და 25 წლის იტალიელი „ნოუ კამპზე“ გადაბარგდება.

იმის მიუხედავად, რომ „ბებერი ქალბატონის“ სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ ხსენებული მოლაპარაკებების არსებობა უარყო, ჩანს, რომ კლუბები მხოლოდ სატრანსფერო თანხაზე ლაპარაკობენ და შეთანხმების ალბათობაც არცთუ დაბალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები