არეულობა „ტოტენჰემში“ - ფეხბურთელებს ჟოზეს მეთოდები არ მოსწონთ
Aa
Aa

არეულობა „ტოტენჰემში“ - ფეხბურთელებს ჟოზეს მეთოდები არ მოსწონთ

ბრიტანული გამოცემა Sun იტყობინება, რომ „ტოტენჰემის“ ფეხბურთელები ჟოზე მოურინიოს მეთოდებს უფრო და უფრო ხშირად აკრიტიკებენ და „განსაკუთრებულის“ სათამაშო სტილსაც ეწინააღმდეგებიან.

ლონდონელებმა სასურველი შედეგი პრემიერ ლიგის ბოლო 4 შეხვედრაში ვერ დააფიქსირეს და წარუმატებელმა სვლამ „ტოტენჰემის“ გასახდელში ვითარება დაძაბა.

Sun-ის მიხედვით, „დეზების“ მოთამაშეები ჟოზეს ძველმოდური ტაქტიკით და მოსაწყენი ვარჯიშებით ძალიან უკმაყოფილოები არიან.

ბრიტანული ტაბლოიდი წერს, რომ „ტოტენჰემის“ რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს „მოუს“ სათამაშო სქემამ იმედი სულ რაღაც ორ თვეში გაუცრუა. ვარჯიშები კი მოსაწყენი იმიტომაა, რომ პორტუგალიელი აქცენტს მხოლოდ გრძელ პასებზე, პირველი ბურთის მოგებაზე და აუტებზე აკეთებს.

დაბოლოს, რამდენიმე ფეხბურთელი მოურინიოს მიერ ტანგუი ნდომბელეს კრიტიკამ გაანაწყენა. ბრიტანულ პრესასთან საუბრისას „განსაკუთრებულმა“ განაცხადა, რომ ნდომბელეს ფიზიკური კონდიციების შენარჩუნება უჭირს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები