Aa
Aa

პსჟ კავანის შემცვლელს ეძებს - პარიზელები იგუაინს უმიზნებენ

L’Equipe-ის ინფორმაციით „პარი სენ-ჟერმენმა“ შესაძლოა გონსალო იგუაინის გადაბირება სცადოს. ფრანგულ გრანდს სურს ფეხბურთელი, რომელიც ედინსონს კავანის წასვლის შემდეგ მაურო იკარდის კონკურენციას გაუწევს.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა ტრანსფერი ოფიციალურად მოითხოვა, რის შემდეგაც პსჟ-ს მთავარი სამიზნე გონსალო იგუაინი გახდა. თუმცა  პარიზელები ალტერნატიულ ვარიანტებსაც განიხილავენ და ფერნანდო ლორენტეს, ოლივიე ჟირუს, დრის მერტენსსა და კშიშტოფ პიონტეკს აკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში იგუაინის ტურინული მომავალი ბურუსით იყო მოცული, თუმცა მაურიციო სარის დანიშვნის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. იტალიელმა სპეციალისტმა პიპიტას ნდობა გამოუცხადა და არგენტინელი გაცემულ ავანსებს ამართლებს.

მიმდინარე სეზონში იგუაინს 26 მატჩი აქვს ჩატარებული და თავს 8 გოლით იწონებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები