ექსკლუზივი: ანანიძე
Aa
Aa

ექსკლუზივი: ანანიძე "ანორთოსისში" თითქმის გადაწყვეტილია!

CrystalSport-ის ცნობით, ჯანო ანანიძესა და "ანორთოსისს" შორის მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს და შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია.

როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, მხარეებმა ყველა მნიშვნელოვან დეტალზე მოილაპარაკეს და მოსაგვარებელი მხოლოდ ფორმალობები რჩება. ქართველ ნახევარმცველს კვიპროსზე დღეს ელოდებიან.

კვიპროსულმა კლუბმა 27 წლის ანანიძესთან აქტიური მოლაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, როცა ფეხბურთელმა მოსკოვის "სპარტაკთან" კონტრაქტი, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, გაწყვიტა.

ამ ეტაპზე, კვიპროსულ გუნდში ანანიძის ანაზღაურება უცნობია, თუმცა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფეხბურთელი გაცილებით ნაკლებ ხელფასს მიიღებს, ვიდრე მოსკოვის "სპარტაკში" გამოიმუშავებდა. რუსულ გუნდში ფეხბურთელის წლიური ხელფასი 1 700 000 ევროს შეადგენდა.

ანანიძე 2009 წლიდან მოსკოვის ''სპარტაკის'' ფეხბურთელი იყო. მან 2013 წელს, იჯარის წესით, ''როსტოვში'' ითამაშა, გასული სეზონის მეორე ნახევარში კი, ასევე იჯარით, "კრილია სოვეტოვში" ასპარეზობდა. საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ანანიძე ''სპარტაკში'' დაბრუნდა და კვლავ ნაცნობი პრობლემის წინაშე დადგა, მას მოსკოვურ გუნდში არ ენდობოდნენ და კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები