Aa
Aa

დე ბრუინი პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა

„მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავმა, კევინ დე ბრუინმა პრემიერ ლიგის ისტორია დაწერა და პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სამ სეზონში 15 ან უფრო მეტი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

28 წლის ჰავბეკმა ისტორიული შედეგი „შეფილდის“ წინააღმდეგ დააფიქსირა და 73-ე წუთზე აგუეროს გაატანინა. „ქალაქელებმა“ სწორედ არგენტინელის გოლის წყალობით იმარჯვეს და მძიმე ბრძოლაში სამი ქულა აიღეს.

„შეფილდთან“ მატჩში დე ბრუინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და საფინალო სასტვენის შემდეგ, ის მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა, კრის უაილდერმაც შეაქო. ინგლისელი სპეციალისტის თქმით, დე ბრუინმა აგუეროს საოცრად უპასა.

შეგახსენებთ, რომ „სიტის“ 51 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. „ქალაქელებს“ „ლივერპულის“ დაწევის შანსი პრაქტიკულად არ აქვთ და როგორც პეპ გუარდიოლამ აღნიშნა, მათი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. კევინ დე ბრუინს რაც შეეხება, 28 წლის ფეხბურთელს პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 7 გოლი და 15 საგოლე გადაცემა აქვს გაფორმებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები