Aa
Aa

"ახალი კაკა" 35 მილიონად - "რეალმა" ბრაზილიელი ტალანტი დაიმატა

მადრიდის „რეალმა“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას პირველი ტრანსფერი გაჩარხა და ბრაზილიური „ფლამენგოდან“ თინეიჯერი ტალანტი დაიმატა.

„სამეფო კლუბმა“ 18 წლის რეინიერ ჟესუში გადაიბირა, რომელსაც სამშობლოში კაკას ადარებენ. ესპანელებმა ტრანსფერის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადეს, თავად ფეხბურთელთან კი კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებენ.

ტანმაღალი შემტევის ტრანსფერით „ბარსელონა“, „ატლეტიკო“, „მანჩესტერ სიტი“ და პსჟ ინტერესდებოდნენ. ფეხბურთელი ამჟამად ბრაზილიის 23-წლამდე ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად იმყოფება, მადრიდში კი უახლოეს კვირებში ჩავა და საწყის ეტაპზე, „ბლანკოსის“ ახალგაზრდული გუნდის რიგებს შეუერთდება.

ჟესუშმა, რომელიც 18 წლის 2 დღის წინ გახდა, ბრაზილიის ჩემპიონატის გასულ სეზონში 14-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარში 6 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები