ღირსეული ჟესტი: კომპანიმ მეტოქის მეკარე ქომაგებისგან დაიცვა
Aa
Aa

ღირსეული ჟესტი: კომპანიმ მეტოქის მეკარე ქომაგებისგან დაიცვა

ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატში ''ანდერლეხტი'' ბრიუსელში ''ბრიუგესთან'' 1:2 დამარცხდა. მასპინძლები 18 წლის ანტუან კოლასინმა 24-ე წუთზე დააწინაურა, შემტევმა ''ანდერლეხტის'' პირველ გუნდში დებიუტი გოლით აღნიშნა.

''ბრიუგემ'' ჰანს ვანაკენის დუბლით ''ქამბექი'' შემოგვთავაზა და ტურის ცენტრალურ მატჩში 3 ქულა მოიპოვა. ბელგიურ ლიგაში ''ბრიუგე'' 52 ქულით პირველ ადგილზეა და ქართველების ''გენტს'' 10 ქულით უსწრებს.

''ანდერლეხტისა'' და ''ბრიუგეს'' მატჩის მიმდინარეობისას საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, მასპინძელთა ქომაგებმა ''ბრიუგეს'' მეკარის, სიმონ მინოლეს მისამართით პეტარდი ისროლეს, ამ ფაქტმა ''ანდერლეხტის'' კაპიტანი ვენსან კომპანი გააბრაზა და თავისი გუნდის გულშემატკივრებს ემოციურად მიმართა. გამოცდილმა ფეხბურთელმა ქომაგებს მოუწოდა, რომ აღნიშნული ქმედება არ გაემეორებინათ.

შეგახსენებთ, 33 წლის კომპანი, რომელსაც ''ჰამბურგსა'' და ''მანჩესტერ სიტიში'' უთამაშია, გასული ზაფხულიდან მოყოლებული ''ანდერლეხტის'' მოთამაშეა და პარალელურად მწვრთნელის ფუნქციებს ასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები