Aa
Aa

NBA-ში ლეონარდი და სიმონსი გამოარჩიეს

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს. დასავლეთ კონფერენციაში NBA-მ „კლიპერსის“ სუპერვარსკვლავი, კავაი ლეონარდი გამოარჩია.

28 წლის მსუბუქი ფორვარდის ბრწყინვალე ასპარეზობის წყალობით ლოს-ანჯელესურმა გუნდმა 3-დან 3 შეხვედრა მოიგო და „კლივლენდი“, „ორლანდო“ და „ნიუ ორლეანი“ დაამარცხა.

კავაი სამივე მატჩში შეუდარებელი იყო და საშუალოდ 38 ქულას, 4.7 მოხსნას, 5 შედეგიან გადაცემას და 2.7 ჩაჭრას აგროვებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ „კავალიერსთან“ დაპირისპირებაში ლეონარდი „კლიპერსის“ ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც 40 ქულა 30 წუთზე ნაკლებ დროში ჩააგდო.

აღმოსავლეთ კონფერენციიდან კავაის მხარი ბენ სიმონსმა დაუმშვენა. 23 წლის კალათბურთელმა „ფილადელფიას“ 4-დან 3 შეხვედრა მოაგებინა და საშუალოდ 21.3 ქულას, 9.5 მოხსნას, 7.3 შედეგიან გადაცემას და 1.3 ჩაჭრას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები