ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" მოთამაშეა!
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია კარიერას "გოლდენ სტეიტ ვორიორსში" გააგრძელებს. ცნობა ოფიციალურად ამერიკულმა სპორტულმა გამოცემებმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელეს.
32 წლის ქართველი ცენტრი "ვორიორსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ამ გუნდში 1 სეზონს გაატარებს, რომლის დროსაც ხელფასის სახით 2.9 მილიონ დოლარს მიიღებს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ გუშინ საღამოს "გოლდენ სტეიტმა" "ოკლაჰომას" ყოფილი სუპერვარსკვლავი კევინ დიურანტიც გაიფორმა.