Aa Aa
18 იანვარი 2020  |  10:03

მარცხი ცსკა-სთან - "ბასკონიას" შენგელიასა და ჯენინგის 12-12 ქულა არ ეყო

თორნიკე შენგელიას „ბასკონია“, ევროლიგის მე-20 ტურში, მოსკოვის ცსკა-სთან სტუმრად 4-ქულიანი სხვაობით - 90:94 დამარცხდა.

ბასკთა ქართველმა კაპიტანმა პარკეტზე 32:17 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა და თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა. „ბასკონიას“ ძირითადში იყო საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული წევრი, მეტ ჯენინგი, რომელმაც 28:12 წუთში აქტივში ასევე 12 ქულა, 1 მოხსნა და 1 ასისტი ჩაიწერა.

„ბასკონიას“ ევროლიგაზე 7 მოგება და 13 წაგება აქვს და დიდი შანსია, ფლეი-ოფს მიღმა დარჩეს. ბასკები წელს არასტაბილურად ასპარეზობენ, მათ ტურნირის ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს.

3-დღიანი ინტერვალით „ზენიტთან“ და ცსკა-სთან ჩატარებული მატჩების შემდეგ, შენგელია  და მისი თანაგუნდელები, ევროლიგის მორიგ ტურში კიდევ ერთ რუსულ კლუბ „ხიმკის“ უკვე საკუთარ პარკეტზე შეხვდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები