Aa
Aa

გამარჯვების გოლი ბოლო წუთებზე! - შენგელიამ თურქეთში პირველად გაიტანა

ლევან შენგელიამ, თურქეთის სუპერ ლიგის მე-18 ტურში, "ქონიასპორს" ერთ-ერთ კონკრენტ "ანკარაგუჯუსთან" სტუმრად 3 ქულა მოუტანა. 

ქართველი შემტევი მოედანზე 87-ე წუთზე შევიდა, დამატებულ მეორე წუთზე კი თანაგუნდელისგან ზუსტი პასი მიიღო და შორეულ მაღალ კუთხეში ეფექტურად დაარტყა. 

შენგელიამ თურქეთის მთავარ ლიგაში თავი პირველად გამოიჩინა, მისმა გუნდმა კი თამაში 1:0 მოიგო და უშუალოდ ჩემპიონატში 5 ოქტომბრის შემდეგ პირველად იმარჯვა. ქონიელებს 10-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდათ და დღევანდელი გამარჯვების შედეგად, გასავარდნ ზონას 4 ქულით დაშორდნენ.

24 წლის გარემარბმა სუპერ ლიგაში მე-10-ედ ითამაშა, მათგან 5-ჯერ სწორედ შეცვლაზე გამოვიდა. იმედია, სადებიუტო გოლი ლევანისთვის მეტი სათამაშო დროისა და წარმატებული ასპარეზობის საწყისი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები