ბათუმის სტადიონზე სკამების მონტაჟი დასრულდა
Aa
Aa

ბათუმის სტადიონზე სკამების მონტაჟი დასრულდა

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე სკამების მონტაჟი დასრულდა. ინფორმაციას ''შპს სტადიონის'' Facebook-ის გვერდი ავრცელებს: ''სკამები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა დამზადებული. ისინი მექანიკური დაზიანების მიმართ მდგრადი და ცეცხლმედეგია.''

სტადიონზე დამონტაჟებულია სტაციონალური და დასაკეცი სკამები, რომლებიც უმაღლესი სტანდარტების შესაბამისადაა დამზადებული. ისინი მექანიკური დაზიანების მიმართ მაქსიმალურად მდგრადი, ანტივანდალური და ცეცხლმედეგია .

ბათუმის სტადიონი უეფას IV კატეგორიის მოთხოვნათა შესაბამისადაა დაპროექტებული და 20 000 მაყურებელზეა გათვლილი.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი BAHADIR KUL ARCHITECTS -ის პროექტით აშენდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კომპანიას 22 სტადიონი და 17 სპორტული ცენტრი აქვს დაპროექტებული, მათ შორის თურქეთში, ყაზახეთში, კამერუნში და ა.შ.

სტადიონის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები