მაკარიძე ''სეტუბალში'' რჩება? - პრეზიდენტმა მოლაპარაკებები უარყო
Aa
Aa

მაკარიძე ''სეტუბალში'' რჩება? - პრეზიდენტმა მოლაპარაკებები უარყო

''სეტუბალის'' პრეზიდენტმა ვიტორ უგო ვალენტემ TVI24-თან საუბარში გიორგი მაკარიძის ტრანსფერი გამორიცხა. ვალენტეს თქმით მაკარიძე გუნდში რჩება და ლისაბონური კლუბები მის გადაბირებას არ გეგმავენ.

როგორც ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემები იუწყებოდნენ ''ბენფიკა'' და ''სპორტინგი'' მაკარიძის დამატებით დაინტერესებულნი იყვნენ, თუმცა ვალენტემ ინფორმაცია არ დაადასტურა. ''სეტუბალის'' პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ''ბენფიკასა'' და ''სპორტინგს'' ქართველის დამატების სურვილი არ აქვთ. შესაბამისად, ლისაბონური კლუბები ''სეტუბალთან'' მოლაპარაკებას არ აწარმოებენ.

მიმდინარე სეზონში 29 წლის გიორგი მაკარიძე შესანიშნავად ასპარეზობს და პორტუგალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება.

მაკარიძემ მიმდინარე სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა და მათგან რვა შეხვედრაში გოლი არ გაუშვია, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია და მხოლოდ ერთი ''ქლინ შითით'' ჩამორჩება ''პორტუს'' მეკარე მარჩეზინს. მათზე მეტი ''ქლინ შითი'' (მშრალად შენახული კარი) მხოლოდ ვლახოდიმოსს აქვს. ''ბენფიკას'' ბერძენმა მეკარემ 16-დან 11 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა.

მიმდინარე სეზონის დაწყებამდე მაკარიძემ CrystalSport-თან ინტერვიუში ასეთი კომენტარი გააკეთა: ''მინდა ''სეტუბალში'' კიდევ ერთი სეზონი გავატარო. ეს ბოლო შანსია, რომ კარიერა უმაღლესი დონის კლუბში გავაგრძელო. იმედი მაქვს შევძლებ. ვნახოთ, ჩემი მხრიდან მაქსიმუმს გავაკეთებ, დანარჩენი ღვთის ნებაა.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები