დებიუტი ''რიაზორზე'' - პაპუნაშვილის გუნდი უმძიმეს ვითარებაშია
Aa
Aa

დებიუტი ''რიაზორზე'' - პაპუნაშვილის გუნდი უმძიმეს ვითარებაშია

''სარაგოსადან'' იჯარით ''რასინგში'' გადასულმა გიორგი პაპუნაშვილმა სანტანდერული კლუბის რიგებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. 24 წლის შემტევის დებიუტი უშუალო კონკურენტ ''დეპორტივოსთან'' შედგა, თუმცა წარუმატებელი გამოვიდა, მასპინძლებმა ''რიაზორზე'' 2:1 მოიგეს.

ამ მარცხის შემდეგ ''რასინგი'' ბოლო ადგილზე დაქვეითდა, ხოლო ''დეპორმა'' ''რასინგს'' 2 ქულით გაასწრო და ბოლოდან მეორე ადგილზეა.

პაპუნაშვილი თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო და გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა შორი მანძილიდან მისი ძლიერი დარტყმა ''დეპორტივოს'' მეკარე დანი ხიმენესმა მოიგერია.

მიმდინარე სეზონის ლა ლიგა 2-ში ''რასინგმა'' 23 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო, 13 მატჩი ფრედ დაასრულა და 8 შეხვედრაში დამარცხდა.

24-ე ტურში ''რასინგი'' შინ ''ლას პალმასს'' უმასპინძლებს. მატჩი 19 იანვარს გაიმართება.

ფოტო: realracingclub.es

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები